სასამართლომ ტრამპს CNN-ის კორესპონდენტ აკოსტას აღდგენა დაავალა

image
აშშ-ს ფედერალურმა მოსამართლემ ტიმოთი კელიმ თეთრი სახლის ადმინისტრაციას CNN-ის კორესპონდენტ ჯიმ აკოსტას აღდგენა დაავალა. რამდენიმე დღის წინ თეთრმა სახლმა აკოსტას პრესისთვის განკუთვნილი საშვი პრესკონფერენციაზე ტრამპთან მომხდარი უთანხმოების შემდეგ ჩამოართვა, რის შემდეგაც CNN-მა მისთვის აკრედიტაცია სასამართლოს ძალით დაიბრუნა. აღსანიშნავია, რომ მოსამართლე, რომელმაც დავაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია გაამტყუნა, ერთი წლის წინ ფედერალურ მოსამართლედ თავად დონალდ ტრამპის წარდგინებით დაინიშნა.

CNN და აკოსტა თეთრ სახლს კონსტიტუციის პირველი და მეხუთე მუხლების დარღვევაში ადანაშაულებს, საქმე ჯერ ბოლომდე დასრულებული არაა, თუმცა, მოსამართლემ დღეს აკოსტას აკრედიტაცია აღუდგინა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, რომლებიც ამ კვირის განმავლობაში მხარს გვიჭერდა და მოსამართლეს იმ გადაწყვეტილებისათვის, რომელიც დღეს მიიღო,“ აცხადებს ჟურნალისტი ჯიმ აკოსტა.
+1
  • 21:54
  • 115
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image