რუსეთმა ქერჩის სრუტეში ორ უკრაინულ გემს ცეცხლი გაუხსნა

image
უკრაინის საზღვაო ფლოტი აცხადებს, რომ რუსულმა გემებმა უკრაინულ კატარღებს: „ბერდიანსკს“ და „ნიკოპოლს“ ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, ორი უკრაინელი მეზღვაური დაშავდა. კიევის მტკიცებით, რუსულმა გემებმა უკრაინულ კატარღებს ცეცხლი მოულოდნელად გაუხსნეს. რუსეთი მომხდარში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს. მოსკოვის მტკიცებით, უკრაინული კატარღები რუსეთის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შევიდნენ, რისი შემთხვევებიც ბოლო ხანებში განსაკუთრებით გახშირდა. შესაბამისად, რუსულმა გემებმა ცეცხლი საკუთარი საზღვრებისა და ტერიტორიული წყლების დასაცავად გახსნეს.

ინციდენტის შემდეგ, რუსეთმა ქერჩის სრუტე ჩაკეტა. ყირიმის ნახევარკუნძულის პორტების გენერალური დირექტორის, ალექსეი ვოლკოვის განცხადებით, სრუტის ჩაკეტვა მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებას ემსახურება. უკანასკნელ ხანებში, ორ სახელმწიფოს შორის საზღვაო ინციდენტები საკმაოდ გახშირდა.

2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ მოსკოვი შავ ზღვაზე საკუთარი გავლენის გაფართოებას ცდილობს. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ქერჩის სრუტეს ენიჭება, რომელიც შავ და აზოვის ზღვებს ერთმანეთთან აკავშირებს. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მარტში რუსეთის პრეზიდენტმა სრუტეზე 19 კილომეტრი სიგრძის ხიდი გახსნა. ხიდის მეშვეობით რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძული კრასნოდარის რეგიონს უკავშირდება. საერთაშორისო საზოგადოება მიიჩნევს, რომ ქერჩზე ხიდის მშენებლობა, ისევე როგორც უკრაინულ გემებზე განხორციელებული თავდასხმა საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა.
0
  • 15:48
  • 120
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image