ისრაელმა მიზანში საკუთარ ქვეყანაში არსებული "ჰეზბოლას" პოზიციები ამოიღო

image
ისრაელის განცხადებით, მან მიზანში ამოიღო ქვეყანაში არსებული "ჰეზბოლას" რამდენიმე გვირაბი. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელის მიზანი ამ გვირაბების ნეიტრალიზებაა, ვიდრე ისინი ოპერაციული გახდება და მოქალაქეთა უსაფრთხოებას დაემუქრება. კონკრეტულად, მიზანში ამოღებული გვირაბების რაოდენობა დაუზუსტებულია. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის, ლეიტენანტ ჯონათან კონრიკუსის განცხადებით, ოპერაცია ისრაელი-ლიბანის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ მეთულაში იგეგმება. ლეიტენანტის განცხადებით, ტერორისტული გვირაბები გალილეის რეგიონის დასაპყრობად მზადდება. მისი შეფასებით, "ჰეზბოლა"  ამ ოპერაციის მიმდინარეობისას "ჰამასთან" თანამშრომლობს.

"ჰეზბოლა" 1980 - იან წლებში ჩამოყალიბებული ორგანიზაციაა. იგი 1982 წელს ისრაელის მიერ ლიბანში შეჭრის საპასუხოდ ჩამოყალიბდა. მისი წევრები საკუთარი თავს ლიბანის განმათავისუფლებელ ორგანიზაციას უწოდებენ. ისრაელისა და დასავლეთის შეფასებით კი იგი ტერორისტული ორგანიზაციაა. ისრაელი-ლიბანის საზღვარზე მუდმივი დაძაბულობაა. განსაკუთრებით მწვავე 2006 წლის კონფლიქტი გამოდგა, რომელსაც 1125 ლიბანელი და 40 ისრაელის მოქალაქე ემსხვერპლა. მხარეები თავს დღემდე ერთმანეთის ბუნებრივ მტრებად აღიქვამენ. ისრაელისთვის "ჰეზბოლა" ტერორისტული ორგანიზაციაა. დაჯგუფების აზრით, კი ისრაელი ხელოვნურად, გარე ძალების ჩარევით შექმნილი სახელმწიფოა, რომლის დამოუკიდებლობას იგი არ აღიარებს. 
0
  • 17:20
  • 32
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image