იემენის ომი: შვედეთში სამშვიდობო მოლაპარაკებები იწყება

image
შვედეთში, დედაქალაქ სტოკჰოლმთან ახლოს მდებარე იოჰანესბერგსის სასახლეში, იემენის ომში მონაწილე მხარეებს შორის გაეროს შუამავლობით სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი ფაზა იწყება. კონფლიქსტის მშვიდობიანად გადაჭრის უკანასკნელი მცდელობა 2016 წელს კრახით დასრულდა. ამდენად, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ეს მოლაპარაკებების პირველი შემთხვევაა. აღსანიშნავია, რომ შვედეთში გასამართი შეხვედრიდან გარდამტეხ ცვლილებებს არავინ ელის, მოლაპარაკებების მთავარი საკითხი, სავარაუდოდ, საპორტო ქალაქი ჰოდეიდა და აღნიშნულ ქალაქში საომარი მოქმედებების შეწყვეტა იქნება, რადგანაც აქ ათასობით სამოქალაქო პირია გამოკეტილი, რომელთა სიცოცხლესაც შეიარაღებული შეტაკებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

იემენის სამოქალაქო ომი 2015 წელს დაიწყო. მასში ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტი ჰუტები არაბული სახელმწიფოების მოკავშირე ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ და პრეზიდენტი ქვეყნიდან გააძევეს. საპასუხოდ საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა სხვა არაბულ ქვეყნებთან ერთად იემენში საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის დასაბრუნებლად კოალიცია ჩამოაყალიბეს.

ომმა იემენში სამოქალაქო კატასტროფა გამოიწვია, ათასობით ადამიანი საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა, ასევე ათასობით სიცოცხლე ემსხვერპლა ომისგან გამოწვეულ საკვებისა და სამედიცინო მომსახურების ნაკლებობას, 2 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილები დაეტოვებინა, მილიონობით იემენელი შიმშილის პირას იმყოფება, შიმშილის შემთხვევაში ყველაზე მოწყვლად კატეგორიას ბავშვები განეკუთვნებიან. ბოლო წლების მანძილზე შიმშილით ქვეყანაში ათასობით ბავშვი გარდაიცვალა.
0
  • 12:03
  • 35
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image