არაბთა გაერთიანებული საემიროები ყველაზე ძლიერი პასპორტის მფლობელია

image
არაბთა გაერთიანებული საემიროების პასპორტმა მსოფლიოში ყველაზე ძლიერ პასპორტებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ემირატების მოქალაქეებს მსოფლიოს 167 ქვეყანაში თავისუფლად (უვიზოდ) მოგზაურობა შეუძლიათ. ამ მხრივ, მეორე პოზიციაზე სინგაპური და გერმანია იმყოფებიან, რომელთა მოქალაქეებსაც 166 ქვეყანაში უვიზოდ შესვლის შესაძლებლობა აქვთ. მესამე ადგილს კი აშშ, სამხრეთი კორეა და დასავლეთ ევროპის რიგი სახელმწიფოები იკავებენ.

რაც შეეხება ყველაზე სუსტი პასპორტის მქონე სახელმწიფოებს. სიის სათავეში ავღანეთია მოქცეული, მისი პასპორტით მხოლოდ 29 სახელმწიფოშია ვიზის გარეშე შესვლა შესაძლებელი, შემდეგ მოდიან ერაყი(32), პაკისტანი(35), სირია (36) და სომალი (38).

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის დეკემბერში არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ამ რეიტინგში 27-ე პოზიცია ეკავა, ხოლო ამავე წლის ბოლო მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლა, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი პროგრესია. ქალაქ დუბაის მმართველი შეიხი მუჰამედ ბინ რაშიდი ამ ამბავს დიდი ოვაციით შეხვდა და განაცხადა, რომ მსოფლიომ ემირატების მოქალაქეებს კარი გაუღო.
0
  • 12:37
  • 48
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image