თურქეთი სირიაში ახალ სამხედრო ოპერაციას იწყებს

image
რამდენიმე დღეში თურქეთი სირიის ტერიტორიაზე, მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით ახალ სამხედრო ოპერაციას დაიწყებს. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ თავდაცვის ინდუსტრიის სამიტზე რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაციისთვის ყველაფერი მზადაა და ის რამდენიმე დღეში დაიწყება.

„აღნიშნულ რეგიონში ჩვენი მთავარი მიზანი ტერორისტული დაჯგუფებების განადგურებააა.“ აღნიშნავს ერდოღანი და ხაზს უსვამს, რომ თურქეთის სამიზნეს ამერიკელი ჯარისკაცები არ წარმოადგენენ.

თურქების მიერ სამიზნეში ამოღებულ ტერიტორიებს ძირითადად ქურთები აკონტროლებენ. თურქეთსა და სირიას შორის არსებულ 711 კილომეტრიან სასაზღვრო ზოლთან ახლოს ქურთების პოზიციების არებობა ანკარას სერიოზულად აწუხებს, თურქეთში მიაჩნიათ, რომ ეს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას სერიოზულ გამოწვევებს უქმნის.

მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია, გარდა დეირ ელ-ზურისა  (Deir el-Zour) და დაეშის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებისა, სირის დემოკრატიული ძალების ხელშია (Syrian Democratic Forces), SDF ასევე აკონტროლებს მანბიჯს და თაბქაჰს. ქურთების კონტროლს სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქები ექვემდებარება, ესენია: ეინ ელ-არანი, თელ აბიადი, რას ალ-აინი, ალ-დარბასია, ამუდა და ალ-მალიქია. ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ასადის რეჟიმის კონტროლი კი სიმბოლურია.

სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა აშშ ქურთების მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონი ქურთებს „სტრატეგიულ პარტნიორად“ აღიარებს, მაგრამ სინამდვილეში ისინი ტერორისტები არიან.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია „ევფრატის ფარი“ დაიწყო, 8 თვიანი ოპერაციიის მთავარ მიზანს ქურთი მებრძოლებისა და დაეშის წევრების განადგურება წარმოადგენდა, ის 2017 წლის მარტში დასრულდა, რომლის შემდეგაც ანკარამ ოპერაცია „ზეთისხისლის რტო“ წამოიწყო. რიგით მეორე სამხედრო ოპერაციის მთავარი მიზანი აფრინის პროვინციის ქურთული ძალებისგან გაწმენდა იყო.
+1
  • 21:28
  • 79
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image