ჩინეთში ძირეული ეკონომიკური რეფორმიდან 40 წელი გავიდა

image
ფოტო: Getty Images

ჩინეთში ფუნდამენტური ეკონომიკური რეფორმიდან 40 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით მოსახლეობას ჩინეთის პრეზიდენტმა - სინ ძინპინმა მიმართა. პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ძინპინი რამდენიმე უმნიშვნელოვანეს საკითხს შეეხო, მათ შორის ეკონომიკურ გარდაქმნებს, შიდა პოლიტიკურ მდგომარეობას და საერთაშორისო ურთიერთობებში ჩინეთის ადგილს. "უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე ჩინეთმა განსაცვიფრებელ პროგრესს მიაღწია. ამან ქვეყანას გამდიდრებისა და გავლენის გაზრდის საშუალება მისცა" - განაცხადა ძინპინმა. მან პირობა დადო, რომ ჩინეთი არასდროს შეეცდება სხვა სახელმწიფოების ანექსიას. " ჩვენ არასოდეს შევეცდებით მეორე სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას. ეს არ არის ჩინური ხელწერა. მეორეს მხრივ, ჩვენ არ მივცემთ უფლებას სხვა სახელმწიფოებს მიგვითითონ თუ რა უნდა გავაკეთოთ". პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიუხედავად ასეთი ეკონომიკური პროგრესისა, ჩინეთი არასოდეს ეცდება გლობალური ჰეგემონიის მიღწევას და ყურადღებას კაცობრიობის საერთო მომავლის აშენებაზე გაამახვილებს." ჩინეთი საერთაშორისო სისტემაში ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოა. უკანაკსნელ წლებში სახეზეა სწრაფი ეკონომიკური ზრდა, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სისტემის შეცვლას და ჰეგემონის სტატუსის მოპოვებას შევეცდებით. ჩინეთისთვის უფრო მნიშვნელოვანია იყოს სახელმწიფო, რომელიც ხელს შეუწყოს მსოფლიო მშვიდობას, დაიცავს არსებულ საერთაშორისო წესრიგს და გახდება კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში ერთ-ერთი მოწინავე მხარე" - ეს იყო ის ძირითადი აქცენტები, რომელზეც ძინპინმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა.

ჩინეთში ძირეული ეკონომიკური რეფორმები 1978 წელს ქვეყნის ლიდერმა, დენ სიოაპინმა დაიწყო. იგი მიხვდა, რომ ჩინური ცენტრალიზებული სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ეკონომიკა ქვეყნის მომავალ განვითარებას შეაფერხებდა, ამიტომ მან ქვეყანა სოციალისტური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკის რელსებზე გადაიყვანა, რამაც ჩინეთს შესაძლებლობა მისცა საკუთარი შედარებითი უპირატესობა გამოეყენებინა, დიდძალი კაპიტალი დაეგროვებინა და მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე სახელმწიფო გადაქცეულიყო. თუმცა, ეკონომიკური სისტემის ცვლილების მიუხედავად, ხელისუფლების სათავეში კომუნისტური პარტია დარჩა. დღესდღეობით, ჩინეთი მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობით, აშშ-ს შემდეგ მსოფლიოში მეორე სახელმწიფოა. მისი განვითარების ტემპი გვაფიქრებინებს, რომ მომავალ ათწლეულში იგი მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკა გახდება. მიუხედავად ამისა, ჩინეთი, საერთაშორისო მიმომხილველთა ერთი ნაწილის აზრით, ავტორიტარული სახელმწიფოა, რომელშიც ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა ძალიან მძიმეა. 
+1
  • 12:45
  • 116
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image