ბრიტანეთში „ხისტი ბრექსიტისთვის“ ემზადებიან

image
წელიწადნახევრიანი მოლაპარაკებების მიუხედავად ტერეზა მეის მიერ ევროპელ ლიდერებთან მიღწეული ბრექსიტის შეთანხმება დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში მხარდაჭერით ვერ სარგებლობს. პრემიერ მინისტრმა ამ შეთანხმების რატიფიცირების პროცესი 1 თვით გადადო, რა დროის განმავლობაშიც მასში გარკვეული ცვლილებების შეტანას იმედოვნებდა, მაგრამ ბრიუსელის მხრიდან მოლაპარაკებების ხელახლა დაწყებაზე უარი მიიღო, თემთა პალატის უმრავლესობა კი შეთანხმების ტექსტს კვლავაც ეწინააღმდეგება.

დღეს BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ არსებული რეალობის გათვალისწინებით, სამთავრობო კაბინეტის სხდომაზე ე.წ. ხისტი ბრექსიტის ვარიანტი განიხილეს, რომლის მიხედვითაც დიდი ბრიტანეთი ევროპის კავშირის შეთანხმების გარეშე დატოვებს. მსგავსი სცენარის შემთხვევაში ქვეყანა ევროგაერთიანებას მომენტალურად დატოვებს, რაც ძალიან ბევრ და სწრაფ უარყოფით ცვლილებსათან ერთად ირლანდიის კუნძულზე სასაზღვრო კონტროლის დაბრუნებსაც გამოიწვევს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბრექსიტის შეთანხმების მსგავსად, თემთა პალატაში „ხისტ ბრექსიტსაც“ ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. დიდი ბრიტანეთის ევროპის კავშირიდან გამოსვლამდე მხოლოდ 101 დღეა დარჩენილი და თუ პრემიერ მინისტრმა პარლამენტთან კონსენსუსს ვერ მიაღწია, დიდი ალბათობით „ხისტი ბრექსიტი“ ერთადერთი ვარიანტი იქნება.
+1
  • 16:49
  • 99
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image