დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი უკრაინას ეწვია

image
ფოტო: Reuters

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი გევინ უილიამსონი სამუშაო ვიზიტით უკრაინას ეწვია, სადაც ოდესის პორტში მდგარი მისი უდიდებულესობის ხომალდი „ექო“ მოინახულა და აღნიშნა, რომ უკრაინაში მყოფი ბრიტანული გემები „რუსეთისთვის შეტყობინებაა.“ „რასაც რუსეთს და პრეზიდენტ პუტინს ვეუბნებით არის, რომ საერთაშორისო სამართლის, თუ საერთაშორისო ნორმების უგულებლყოფით, მათ მოქმედება არ შეუძლიათ.“ აცხადებს უილიამსონი.

ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი უკრიანაში რუსეთის მიერ დატყვევებული უკრაინელი მეზღვაურების ოჯახის წევრებსაც შეხვდა. შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ რუსეთმა 3 უკრაინული სამხედრო გემი ეკიპაჟიანად დაატყვევა, კრემლი უკრაინულ მხარეს პროვოკაციასა და რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შესვლაში ადანაშაულებს.

უკანასკნელ პერიოდში გაერთიანებული სამეფო შავ ზღვაში განსაკუთრებით გააქტიურდა, სამეფო ფლოტის ხომალდები შავი ზღვის პორტებს ხშირად სტუმრობენ, მათ შორისაა უკრაინული პორტებიც. ამჟამად ოდესაში მყოფი „ექო“ შავი ზღვის შესახებ კარტოგრაფიულ ინფორმაციას აგროვებს.
0
  • 14:54
  • 56
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image