შავ ზღვაში ამერიკული სადესანტო ხომალდი შემოვიდა

image
ფოტო: USNavyEurope

შავ ზღვაში ამერიკული სადესანტო სამხედრო ხომალდი „ფორტ მაკჰენრი“ შემოვიდა. გასული წლის ნოემბერში, ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ეს ამერიკული სამხედრო გემის შავ ზღვაში შემოსვლის პირველი შემთხვევაა. შეგახსენებთ, რომ ნოემბერში რუსეთმა სამი უკრაინული ხომალდი ეკიპაჟიანად დაატყვევა, კრემლი კიევს პროვოკაციებსა და რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შეჭრაში ადანაშაულებს. რუსული მხარის მსგავს მოქმედებას საერთაშორისო საზოგადოების მწვავე რეაქციები მოჰყვა.

ამერიკულმა „ფორტ მაკჰენმა“ დარდანელის სრუტიდან შავი ზღვისკენ გეზი 6 იანვარს აიღო. შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის მეთაური, ვიცე-ადმირალი ლიზა ფრანკეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ვიზიტი ადასტურებს აშშ-ს მზაობას შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის და აძლიერებს შეერთებული შტატებისა და მისი რეგიონალური მოკავშირეების ურთიერთობებს. მეთაურმა ფრანკეტმა ასევე განაცხადა, რომ შავ ზღვაში ჩატარებული ოპერაციები მე-6 ფლოტის „მოქნილობისა“ და „შესაძლებლობების“ დემონსტრირებაა.
+1
  • 18:51
  • 167
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image