ჩინეთში ისლამის სინზაციის კანონი მიიღეს

image
ფოტო: Al-Jazeera

ჩინეთში ისლამის სინიზაციის შესახებ კანონპროექტი მიიღეს (სინიზაცია - Sinicize კონკრეტული თემის კულტურის, ცნობიერების ან მრწამსის ჩინურ-კომუნისტურ კულტურასთან გაიგივებას ან შერწყმას ნიშნავს). ჩინური Global Times-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ისლამური ასოციაცია ისლამისა და კომუნიზმის სინთეზს დათანხმდა, თუმცა, ჯერჯერობით ძალიან ბუნდოვანია, თუ რას გულისხმობს აღნიშნული სინთეზი და როგორ უნდა განხორციელდეს ის.

უკანასკნელ წლებში ჩინეთი რელიგიური უმცირესობების მიმართ მკაცრ პოლიტიკას ატარებს. ხელისუფლებაში სი ძინპინის მოსვლის შემდეგ აღნიშნული პოლიტიკა კიდევ უფრო გამკაცრდა. კერძოდ, მუსლიმებს ეკრძალებათ მარხვა, ლოცვა, წვერის ტარება და ისლამური ჩაცმულობა. ვინც მსგავს კანონებს არ ემორჩილება მათ აპატიმრებენ, ჯარიმას აკისრებენ, ან სპეციალურ ბანაკებში ათავსებენ.

გაეროს დასვნის მიხედვით, ერთი მილიონი მუსლიმი უიღური ე.წ. “Re-education” ბანაკებშია განთავსებული, თუმცა, ოფიციალური პეკინი მსგავს ბრალდებებს უარყოფს და აღნიშნავს, რომ ჩინეთი საკუთარი მოქალაქეების კულტურასა და რელიგიას იცავს.
0
  • 15:23
  • 75
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image