პოლონეთში ჩინეთის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

image
ფოტო: REUTERS/Kacper Pempel

პოლონეთში ჯაშუშობის ბრალდებით ჩინური კომპანია ჰუავეის ადგილობრივი ფილიალის გაყიდვების დირექტორი დააკავეს. მასთან ერთად დაპატიმრებულია ერთი პოლონელიც, რომელსაც ადრე ქვეყნის უშიშროების სამსახურში მაღალი რანგის თანამდებობა ეკავა, თუმცა, კორუფციასთან დაკავშირებული გამოძიების გამო სამსახური დატოვა. დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ დაპატიმრებსათან დაკავშირებით შეშფოთება უკვე გამოხატა.

გასული წლის დეკემბრიდან ეს ჩინური კომპანიის მაღალი რანგის წარმომადგენლის დაკავების მეორე შემთხვევაა. დეკემბერში კანადამ კომპანიის ფინანსური დირექტორი და დამფუძნებლის ქალიშვილი მენგ ვანჟოუ დააკავა, რასაც ჩინეთში კანადის მოქალაქეების დაპატიმრებების სერია და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვა მოჰყვა.

ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი უკვე მრავალჯერ გახდა დაპირისპირების საგანი. დასავლეთში ბევრს მიაჩნია, რომ ჰუავეის მოწყობილობებს ჩინეთი დაზვერვისთვის იყენებს. სწორედ ამ მიზეზით ავსტრალია, ახალი ზელანდია და აშშ კომპანიას გარკვეულ შეზღუდვებს უწესებენ, კერძოდ ისინი მის მიერ წარმოებულ მოწყობილებებს 5G ქსელებში ჩართვის ნებართვას არ აძლევენ.
0
  • 18:53
  • 51
FACEBOOK კომენტარები
Image