ბრიტანეთმა, ისლანდიამ, ნორვეგიამ და ლიხტენშტეინმა შეთანხმებას მიაღწიეს

image
ფოტო: Ben Stansall/AFP

პარასკევს, 8 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა, ისლანდიამ, ნორვეგიამ და ლიხტენშტეინმა ბრექსიტთან დაკავშირებით შეთანხმება გააფორმეს, რომლის მიხედვითაც „ხისტი ბრექსიტის“ შემთხვევაში ქვეყნები საკუთარ ტერიტორიაზე მყოფი მეორე მხარის მოქალაქეების უფლებებს დაიცავენ. დღეის მდგომარეობით, გაერთიანებულ სამეფოში აღნიშნული სამი სახელმწიფოს 17 ათასი მოქალაქე ცხოვრობს, ისლანდიაში, ნორვეგიასა და ლიხტენშტეინში კი 15 ათასი ბრიტანელია.

შეგახსენებთ, რომ ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი ევროპის კავშირის წევრები არ არიან, ისინი შვეიცარიასთან ერთად „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას - EFTA” ქმნიან, რომელიც ევროპის კავშირის ერთიანი ბაზრის ნაწილია და მასთან ერთად „ევროპის ეკონომიკურ სივრცეს - EEA” აყალიბებს, ამდენად ეს 4 სახელმწიფო ევროპის კავშირის მიერ შემოთავაზებული „ოთხი თავისუფლებით“ სარგებლობს, მაგრამ ორგანიზაციის წევრი არ არის.

რაც შეეხება შვეიცარიას, რომელიც EFTA-ს წევრია, დიდმა ბრიტანეთმა მასთან ანალოგიური ხელშეკრულება გასული წლის დეკემბერში გააფორმა.
0
  • 16:11
  • 42
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image