ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს 27-28 თებერვალს ვიეტნამში შეხვდებიან

image
ფოტო: AP

შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მასსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის რიგით მეორე სამიტი მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში გაიმართება.

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრისა და მეორე სამიტის თარიღზე შეთანხმების შემდეგ, ჩემმა წარმომადგენელმა ჩრილოეთ კორეა ახლახანს დატოვა. ის ვიეტნამში, ჰანოიში 27 და 28 თებერვალს გაიმართება. თავმჯდომარე კიმის ნახვასა და მშვიდობის განვითარებას ველი.“ - ეს განცხადება პრეზიდენტმა ტრამპა სოციალური ქსელის საშუალებით გააკეთა.

ორ ლიდერს შორის პირველი შეხვედრა გასული წლის ივნისში შედგა, სადაც მხარეები კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე შეთანხმდნენ, რის შემდეგაც ფხენიანმა რამდენიმე ბირთვული ობიექტი მართლაც დახურა, თუმცა, სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციები, მედია და სადაზვერვო სამსახურები დღემდე აცხადებენ, რომ კიმ ჩენ ინს ბირთვულ იარაღზე უარი ჯერაც არ უთქვამს.
0
  • 17:21
  • 26
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image