წარმომადგენელთა პალატამ საგანგებო მდგომარეობის შესახებ ტრამპის ინიაციატივა ჩააგდო

image
ფოტო: Elle

წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დონალდ ტრამპის ინიაციატივას. მას შემდეგ, რაც კონგრესმა უარი განაცხადა მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის დაფინანსებაზე, ტრამპმა ქვეყანაში დროებითი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რასაც წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა. მას 182 დეპუტატი მიემხრო, ხოლო 245-მა მათგანმა, მათ შორის 13-მა რესპუბლიკელმა დეპუტატმა ინიაციატივა ჩააგდო. ტრამპმა განაცხადა, რომ იგი ვეტოს დაადებს მიღებულ რეზოლუციას. საკანონმდებლო ორგანოს შეუძლია პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა, რისთვისაც მას კონგრესის ორივე პალატის (სენატი და წარმომადგენელთა პალატა) სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის (357 დეპუტატის) მხარდაჭერა სჭირდება.

დემოკრატები მიიჩნევენ, რომ ტრამპის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არაკონსტიტუციური ქმედებაა. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა - ნენსი პელოსიმ კენჭისყრის შემდეგ განაცხადა, რომ ამერიკელი ხალხი არ დაუშვებს საკუთარ საზღვრებთან კედლის მშენებლობას. "ეს არ ეხება საზღვრებს, პოლიტიკასა და პარტნიორობას. ეს ეხება კონსტიტუციას და ამერიკის შეერთებული შტატების ღირებულებებს. ეს პატრიოტიზმის საკითხია". 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტი კონგრესისგან მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად 5.7 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითხოვს. 2018 წლის 6 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ წარმომადგენელთა პალატის დაბრუნება მოახერხა, რომელიც ყოველწლიურ ბიუჯეტს განიხილავს და ამტკიცებს. შესაბამისად, პრეზიდენტ ტრამპს კედლის დასასრულებლად მოთხოვნილი თანხის მიღება ძალიან გაუჭირდება. ამ საკითხზე პრეზიდენტსა და კონგრესს შორის შეუთანხმებლობის გამო აშშ-ს ფედერალური მთავრობა ნაწილობრივ დაიხურა. ტრამპი ხვდება, რომ შესაძლოა პროცესი გაიწელოს, თუმცა, ის ნებისმიერ ფასად მზადაა საკუთარი პოზიციის დასაცავად. მექსიკის საზღვართან კედლის აშენება და სასაზღვრო უსაფრთხოება ტრამპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინასაარჩევნო დაპირება იყო. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ის საკუთარი დაპირების ტყვეობაში აღმოჩნდა. იგი ხვდება, რომ 2020 წლისთვის კედლის გარკვეული ნაწილი აუცილებლად უნდა დასრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტი საკუთარი ელექტორატის დიდი ნაწილის მხარდაჭერას დაკარგავს და მეორე ვადით არჩევის ნაკლები შანსი ექნება. Reuters-ს გამოკითხვით, საზღვრის დაცვას ყველაზე პრიორიტეტულ საკითხად ამერიკელების მხოლოდ 31 % მიიჩნევს.
0
  • 11:30
  • 38
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image