შვედეთმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ტექნოლოგიური კომპანიის თანამშრომელი დააკავა

image
ფოტო: SoftpediaNews

შვედეთის სადაზვერვო სამსახურების ცნობით, დაკავებულია ერთ-ერთი ტექნოლოგიური კომპანიის თანამშრომელი, რომელიც, სავარაუდოდ რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ჯაშუშობდა. კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის - დანიელ სტენლინგის თქმით, ეჭვმიტანილს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ოფიცერი ეხმარებოდა, რომელიც შვედეთში "დიპლომატიური მისიით" იმყოფება. "ვვარაუდობთ, რომ ეჭვმიტანილი რუსეთის სასარგებლოდ 2017 წლიდან მოყოლებული ჯაშუშობს" - განაცხადა სტენლინგმა. რამდენიმე მოწმემ განაცხადა, რომ შვედეთის უსაფრთხოების პოლიციის სამსახურმა ეჭვმიტანილი რესტორანში მეორე პირთან ერთად სადილობისას დააკავა, თუმცა, მისი თანმხლები რამდენიმე საათში დიპლომატიური იმუნიტეტის ამოქმედების შედეგად გაათავისუფლეს. 

დანიელ სტენლინგის შეფასებით, ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები შვედეთში უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით გაიზარდა. "ტექნოლოგიურმა განვითარებამ საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორებს კიბერსივრცის გამოყენების შესაძლებლობა მისცა. ამავე დროს, ინფორმაციის მოპოვების ძველი საშუალებები, მათ შორის ჩანერგილი აგენტების პრაქტიკა უცვლელი დარჩა. ეს კომბინაცია ეფექტურად მუშაობს და ჯაშუშებს სხვა სახელმწიფოების გასაიდუმლოებულ ინფორმაციასთან წვდომას უადვილებს" - აცხადებს კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი.

გარდა ამისა, შვედეთში სულ უფრო აქტიურად საუბრობენ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე. "სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა დიდი პრობლემაა და ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული მოქმედებების შედეგად. ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის უდიდესი გამოწვევა, დღესდღეობით, მოსკოვის აგრესიული პოლიტიკაა" - აცხადებს შვედეთის უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი - ანდერს ტორტენგერგი. ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის მიერ განხორციელებული ხისტი პოლიტიკა სტოკჰოლმს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (NATO) უფრო მეტად აახლოვებს.

0
  • 10:57
  • 59
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image