ალჟირში მასობრივი დემონსტრაციები მიმდინარეობს

image
ფოტო: AFP/Getty Images

ალჟირის პოლიციამ ქვეყნის დედაქალაქში 40 დემონსტრანტი დააკავა. მასობრივი პროტესტი მოჰყვა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის - აბდელაზიზ ბუტეფლიკას განცხადებას, რომელშიც მან 2019 წლის აპრილში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა დააანონსა. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ბუტეფლიკა ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს ზედიზედ მეხუთე ვადით დაიკავებს. ალჟირის პრეზიდენტი 81 წლისაა და ჯანმრთელობის პრობლემების გამო ბოლო დროს სულ უფრო იშვიათად ჩანს.

2001 წლიდან მოყოლებული ალჟირში მასობრივი დემონსტრაციების მოწყობა აკრძალულია. მიუხედავად ამისა, მოქალაქეებისთვის ბუტეფაკის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა სოციალური პროტესტის ტალღის ასაგორებლად მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოდგა. მოსახლეობის მობილიზაციისათვის აქტივისტები აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს. სხვადასხვა მედია-საშუალებების შეფასებით, გასული დღეების მანძილზე დემონსტრაციებში მონაწილეობა 20 000-მდე ადამიანმა მიიღო.
0
  • 11:53
  • 41
FACEBOOK კომენტარები
Image