ყაზახეთმა ეროვნული ვალუტა მიმოქცევაში რუსული წარწერების გარეშე ჩაუშვა

image
ფოტო: Quartz

ყაზახეთის პრეზიდენტის - ნურსულთან ნაზარბაების განკარგულებით, ეროვნული ვალუტა - ტენგე მიმოქცევაში რუსული წარწერების გარეშე გაეშვა.

ყაზახეთში რუსულ ენას ოფიციალური სტატუსი აქვს. რუსული ენა ყაზახურთან ერთად ხშირად გამოიყენება სახელმწიფო სტრუქტურებში. ოფიციალური ასტანა ატარებს ტრილინგუალიზმის პოლიტიკას, რაც ყაზახური, რუსული და ინგლისური ენების პოპულარიზაციას გულისხმობს.

2016 წელს ნაზარბაევმა დაითხოვა დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში რუსულად საუბარზე უარს ამბობდნენ, თუმცა, 2018 წლის თებერვალში მან განაცხადა, რომ საკანონმდებლო, აღმასრულებელმა და სასამართლო ხელისუფლებამ ყაზახურ ენაზე უნდა იფუნქციონიროს.
0
  • 12:11
  • 56
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image