ესტონეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ცნობილია

image
3 მარტს ესტონეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნების შედეგების თანახმად, ესტონეთის 101 წევრიან საკანონმდებლო ორგანოში მანდატების მოპოვება ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ მოახერხა.
ამომრჩეველთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

რეფორმის პარტია - 28.8% (34 მანდატი);
ცენტრის პარტია - 23.1% (26 მანდატი);
კონსერვატიული სახალხო პარტია - 17.8% (19მანდატი);
Pro Patria (Isamaa) - 11.4% (12 მანდატი);
სოციალ დემოკრატიული პარტია - 9.8 % (10 მანდატი).

მთავრობის ფორმირებისთვის 51 მანდატია საჭირო.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ესტონეთის ხელისუფლების სათავეში კოალიციური მთავრობა მოვიდა, რომელიც სამ პოლიტიკურ პარტიას აერთიანებდა - 1. ესტონეთის რეფორმის პარტია; 2. სოციალ-დემოკრატიული პარტია და 3. Pro Patria (Isamaa).
პრემიერ-მინისტრი - ტაავი რიივასი. 2016 წლის ნოემბერში რიივასის ადმინისტრაციას უნდობლობა გამოუცხადეს. 2016 წლის ნოემბრის ბოლოს იური რატასის ხელმძღვანელობით ახალი კოალიციური მთავრობა (სამ პოლიტიკურ პარტიას აერთიანებდა - 1. „ესტონეთის ცენტრისტული პარტია“ 2. „ესტონეთის სოციალ დემოკრატიული პარტია“ და 3. Pro Patria - Isamaa) ჩამოყალიბდა, რომელიც ქვეყანას ამ დრომდე მართავდა.
2019 წლის 3 მარტს ჩატარებული არჩევნების შედეგად კი მმართველი პოლიტიკური გაერთიანება - ცენტრის პარტია ოპოზიციურმა რეფორმის პარტიამ დაამარცხა. 
0
  • 19:25
  • 30
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
Image